ჩვენი ბაღი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში. ჩვენს ბაღში გაშენებულია 10 სახეობის ლურჯი მოცვი.
ჯიშების აღწერა
Duke
საადრეო სიმწიფის სეზონის ჯიში. კენკრა დიდი ზომისაა, მკვრივი და ღია ლურჯი ფერის, მსუბუქი გემოთი. ჯიში იძლევა მაღალ მოსავალს ერთგვაროვანი, მაღალი ხარისხის ნაყოფით.
Blue Ribbon
საადრეო–საშუალო სიმწიფის სეზონის ჯიში. კენკრა ძალიან დიდი ზომისაა, მკვრივი, ღია ლურჯი ფერის, არომატული და ტკბილი. გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობითა და შესანიშნავი გემოთი. იდეალურია პირველადი მოხმარებისთვის და ხელით კრეფისთვის.
Top Shelf
საშუალო სიმწიფის სეზონის ჯიში. კენკრა ძალიან დიდი ზომისაა, მკვრივი, ღია ლურჯი ფერის, აქვს კარგი ნაფიფქი და ტროპიკული გემო. ძალიან მიმზიდველი, ბრტყელი ფორმის ნაყოფი, შესანიშნავი გემოვნური თვისებებით.
Valor
საშუალო სიმწიფის სეზონის ჯიში. კენკრა ძალიან დიდი ზომისაა, საშუალო სიმკვრივის და მუქი ლურჯი ფერის. გემო თავდაპირველად მომჟავოა, ხოლო სრულ სიმწიფეში ძალიან ტკბილი ხდება.
Cargo
საგვიანო სიმწიფის სეზონის ჯიში. კენკრა საშუალო–დიდი ზომისაა, მკვრივი, ღია ლურჯი ფერის და მომჟავო გემოთი. ნაყოფი ძალიან მრგვალი და ერთგვაროვანია, ინარჩუნებს სიმკვრივესა და გემოს როგორც მაცივარში, ისე გაყინვის დროს. მაღალმოსავლიანი ჯიშია და გამოდგება მექანიკური კრეფისთვის.
Sekoya Crunch
საადრეო–საშუალო სიმწიფის სეზონის ჯიში. კენკრა ძალიან დიდი ზომისაა, ძალიან მკვრივი და ძალიან ღია ლურჯი ფერის, ტკბილი და არომატული გემოთი, მიმზიდველი ვიზუალით.
Sekoya Grande
საშუალო სიმწიფის სეზონის ჯიში. კენკრა ძალიან დიდი ზომისაა, ძალიან მკვრივი და ძალიან ღია ლურჯი ფერის, ტკბილი და არომატული გემოთი. გამოირჩევა მუდმივად მიმზიდველი გარეგნობით.
Suziblue
საადრეო სიმწიფის სეზონის ჯიში. კენკრა საშუალო–დიდი ზომისაა, მკვრივი და საშუალო ლურჯი ფერის, მსუბუქი გემოთი.
Miss Alice Mae
საადრეო–საშუალო სიმწიფის სეზონის ჯიში. კენკრა დიდი ზომისაა, მყარი, საშუალო ლურჯი ფერის, მკვრივი სტრუქტურის და არომატული.
Miss Jackie
საშუალო სიმწიფის სეზონის ჯიში. კენკრა საშუალო–დიდი ზომისაა, მყარი და მუქი ლურჯი ფერის, ინტენსიური არომატით და კარგი ტექსტურით.