ჩვენ შესახებ
Where care grows quality
რატომ ჩვენ?
შპს ჯეოაგრო ისთეით დაარსდა 2023 წელს, ჩვენი კომპანია ოპერირებს სამეგრელოს რეგიონში, სადაც ჩვენს კუთვნილებაშია 230 ჰექტარი მიწა, საიდანაც 50 ჰექტარზე გაშენებული გვაქვს ლურჯი მოცვის ბაღი, სადაც 2025 წელს მივიღეთ პირველი მოსავალი.
ჩვენ ბაღში დარგული გვაქვს ლურჯი მოცვის10 სხვადასხვა ჯიში, რაც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვი, როგორც ადრეული, ასევე საშუალო და საგვიანო სეზონის ჯიშები, რაც საშუალებას გვაძლევს მუდმივად დავაკმაყოფილოთ ბაზრის მოთხოვნა.

ინფრასტრუქტურა და სტანდარტები:
• 50 ჰექტარზე ერთიანად გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი
• 150 ტონიანი სამაცივრე შენობა
• 4000 კუბური მეტრის წყლის რეზერვუარი
• თანამედროვე ირიგაცია/ფერტიგაციის სისტემები
• საკუთარი ტექნიკა/დანადგარები
• საოფისე და სასაწყობე სივრცეები
• საერთაშორისო სტანდარტი: GLOBALG.A.P. V6.0 და GRASP




ჩვენი ხედვა
ჩვენი მიზანია გავხდეთ წამყვანი მოცვის მწარმოებელი კომპანია საქართველოში და შევქმნათ საიმედო, კონკურენტუნარიანი ბრენდი, რომელიც აღიარებული იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ მზად ვართ შევქმნათ მაღალი ხარისხის პროდუქცია, მივაწოდოთ პარტნიორებს და ჩამოვაყალიბოთ გრძელვადიანი ურთიერთობები.
ჩვენი მისია:
მომხმარებელს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს საკვების უვნებლობას, მიკვლევადობას და საიმედოობას.
ხელი შევუწყოთ მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვას, რომელიც იცავს გარემოს, უფრთხილდება ბუნებრივ რესურსებს და ხელს უწყობს გრძელვადიან პროდუქტიულობას.
გამოვიყენოთ თანამედროვე აგროტექნოლოგიები და ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო მეთოდები ეფექტური წარმოებისა და მაღალი ხარისხის მისაღწევად.